დაშუაღამდა _ გელის სასიძო, სანთლები რომ მოგაბარა...
და შენ არ გახსოვს:
არც მოლოდინი...
არც სანთელი...
/არადა შენ უნდა ელოდე.../
გელის სასიძო,
ელის მოლოდინს...
ვესიზმრები
მე
მზეს...
მე სიზმრები მზეზე
დამრჩა
შენთან...
ვზოგავ
სათქმელს
ზოგს
და ზოგჯერ...
ვჩუქნი
დროს
სიტყვებს,
სიტყვებში სივრცეს
_ ცივს არა, მზის ნასიზმრს...
...მისიზმრე...