mardi 9 février 2010

Présent-ის გარეშე

იმდენს ვეცადე Imparfait რომ Plus-que-parfait-დ მექციე, Futur dans le passé გამიხდი...

დამარცვალება, დაცლა და ცვალება

ჩემს მძივს ჩემ ყელზე
კრიალოსნად როცა მარცვლავდი
და მარცვალ-მარცვალ მიმარცვლავდი
ფრთხილად
და ლბილად,
რომ სხვა ზღაპარში ყველაფერი მთავრედება აქ და
რომ მე ვიწყები …

…გული არ მწყდება
გულზე მწყდება მხოლოდ მძივები
და მარცვალ-მარცვალ გემარცვლები
გრილად
და ლბილად.
თუ ზღაპარივით დაგიმთავრდი
ვარ თანაც არ ვარ

…გამოგიგონებ მეზღაპრედ და
შენც მომიგონებ,
ვიქნები
აქა-იქ
მარცვალ და მარცვალ
და მარცვლებს შორის ამომისუნთქავ.