samedi 10 juillet 2010

100,4 ფარენგეიტით

ასჯერ გაგონილის და ერთხელ ნანახის ამბავი უცხო არ იქნება ალბათ. მაგრამ აბა ასჯერ მომსმენი ან მთქმელი მანახეთ სადმე. ნუ ახლა ნათქვამს ნახული რომ ჯობდეს იქნება, ამას კიდე ხო თქმა არ უნდა, თან ბგერის და სინათლის გავრცელების სიჩქარეებსაც თუ შევადარებ ო ო ო ო ო ო
აბა დააღე პირი და თქვი აააააააააა..., გულზე ხელი დაიდე, უფრო ადრე დაინახე თუ გაიგონე? სარკე არ გქონდა? მე მაპატიე, მე მე ვარ რაც... დასრულება მავანთათვის მიმინდია.
ამას ჰქვია მადლია ახლა ამისთვისო, მაგრამ რა? ან დამანახეთ ან გამაგონეთ მაინც, თუნდაც ერთხელ, რაა მადლი და ვისთვისაც გინდა იყოს, ფაქტობრივად, თეორიულად თუ პრაქტიკულად, სულერთია. მადლზე მოგახსენებდით, უფრო სწორად, მინდოდა, რომ მოეხსენებინა ვისმეს, მავანს, კაცსა მას ნეტარს, ვინ არღარა ცოცხალ არს, აი გარდარეული სიყვარული რომ ჰქონდა...
დედამიწის ზურგზე მუნ სადა ზღვისა ჭიპია არაფერი მაოცებს ისე როგორც მომიჯნავე დისციპლინებში ქერო ერთიმეორესთან მოდებაში არა ისეთ რამეებზე ერთი და იგივე სახელი. აი მაგალითად: კილო ქართულ ლინგვისტურ სინამდვილეში. თეორიულად სავსებით და სრულიად თუ არა დიდი ალბათობით მაინც, შესაძლებელ არს იარსებოს ინტელექტუალური შრომის თუ შვრომის შედეგმა სახელწოდებით "კავშირებითი კილო იმერულ კილოში" ან "ბრძანებითი კილო ლეჩხუმურ კილოში" და "თხრობითი კილო მესხურ კილოში"... ნუ ეს დაახლოებით იგივეა, მანძილი და დრო ერთი და იმავე ერთეულით რომ გავზომოთ, უფრო სწორად მათ საზომ ერთეულებს ერთი და იგივე სახელი რომ დავარქვათ და მერე სიჩქარის გამოთვლა მოვინდომოთ, გნებავთ სინათლის, გნებავთ ბგერის და გნებავთ ზებგერითის. ნუ ახლა მთლად იზლერის ბაღთან არ მივალ, მაგრამ დავწვრილმანდები კია და ერთსაც ვიტყვი. მაგალითად ჰიპოტენუზასაც და მეორე ხარისხსაც რომ ვაშლი ერქვას, წარმოვიდგინოთ როგორ აჟღერდებოდა პითგორას თეორემა. ვაშლის ვაშლი კათეტების ვაშლის ჯამის ტოლია. მე მაპატიეთ და ეს ძაღლი პატრონს ვერ იცნობს უფროა, ან გნებავთ გაჭენებულ ცხენს ვერ იპოვნი და ანაც დედა შვილს რო ხელში არ აიყვანს.

jeudi 8 juillet 2010

ალბათიდან უთუობამდე
მე მოვდიოდი
და ალბათ გაგცდი უსათუოდ.
და ყოველი დან-იდან ყოველ მდე-მდე
გიცდი მას მერე

jeudi 24 juin 2010

ოღონდ

დავუშვათ, ჩვენ ვართ წერტილები,
ორი წერტილი.
ჩვენზე ყოველთვის გაივლება წრფე
და მასთან მხოლოდ ერთი;
ისე ჩემზე ან შენზე გამავალ წრფეებს რა დათვლის და რა გამოლევს,
მაგრამ ჩვენი მხოლოდ ერთი იქნება.

თუკი წერტილობა მოგბეზრდეს,
იყავი წრფე,
ოღონდ ნუ იქნები ჩემი პარალელური
და ერთხელ მაინც გადამკვეთ სადმე.

იყავ... ოღონდ იყავი,
რომ ვიყო
და რომ ყოფნა ვერ ვიმყოფინო.

lundi 24 mai 2010

პირად მინდოდი და არა პირის ნაცვალად:
არა მედ,
არა შენად
და მით უფრო არა ამად, მაგად ან იმად...


და აი ასე პირობითად,
იმ პირობით,
რომ პირობებს ვადგენთ
დასაპირებლად,
პირისპირობამდე და პირდაპირობამდე...
ვპირისპირდებით უპირობოდ...

და ასე შენ პირისპირ
ვითავისწინებ თავს...

არ გეჩვენები, როგორც სასურველი ხილვა...
მე ნებით გეჩვენები, გიჩვენებ თავს თვალ-წინ და -ნათლივ.
გიჩვენებ _
ჩემს შენად ვაქცევ დაუკარგავად

mercredi 21 avril 2010

.........................

...ვიეულებ.
გიგულებ.
გამცრეც,
დამეღმერთები...
გინატრებდი.
გეძებდი.
მელეოდი,
ვერ ვძლებდი...
მოვიდოდე...
მოთოვდე...
მომეფონო.
მომქარგო...

გამიჩემეულდები
და მინდა
ვეღარ მოგნახო (?!)


// აღარც მახსოვს როდინდელია, სულ ცოტა ალბათ 5 წლის წინანდელი

mercredi 14 avril 2010

14.04

2009
გისურვებ...
რას?
უბრალოდ მე შენ გისურვებ: გისურვებ სურვილს, სურვებას, მოსურვილებას და ისევ სურვილს
გისურვებ დროს, რომელსაც კი არ გაატარებ, მასში რომ გაივლი აი ისეთს...
კიდევ გისურვებ ცრემლს და არასოდეს დაგეკარგოს ტირილის ძალა...
სამზერად _ მზეს
საცქერად _ ცას
სავლელად _ გზას
გისურვებ...
რას?


2010
ადამიანი ადამიანს ადამიანურს და ადამიანურად
გისურვებ:
ხარჯვას,
ხარს შუბლზე ჯვრიანს,
კალოს და სამკალს...
სტუმარს,
სტუმრისთვის _ სასთუმალს...
სახლში ბუხარს,
ბუხარში _ ნაკვერჩხალს,
გულში _ ნაპერწკალს...
ეზოში მუხას ანდა ნაძვს,
იქვე ჭას,
პეშვში წყალს,
გზას ქვით დაფენილს კიდეზე ბალახს...
კიბეს და მთვარეს...
სარკმელთან სანთელს,
დაორთქლილ მინას და გარეთ ნისლს...
აი ასე უბრალოდ მე შენ გისურვებ...



lasharela said...

ლელიან :) ვინ გაგაბლოგერა ერთი მაგისი რა ვთქვი მე :)
_____ შენ რაც გინდა ის თქვი... მე კი მითქვამს ზემოთთქმული

dimanche 7 mars 2010

შეუვალი 18+ bis ±76

„ობლის კვერი, ოღონდ კვერი და არა 3-4 წლის ბიჭის პასპორტი“
სახადი ორნახადი 40%-იანი Jim Beam არ გეგონოთო, მარტოკინა რომ რა საშაინელებაა და კიკინა რომ არ უნდა გაიკეთო და კიკინი რომ არ უნდა დაიწყო; არამედ რომ უნდა დაჯდე მუხლთაშუაეგრეთწოდებულფლეშკაგაჩრილი, ეს კიდე einfachური ნათქვამია... ის დროა einfachობებს მოვრჩეთ და wichtigობებს მივაპყრათ საჩინონი ეგე სასმენელნი და უფროისღა რაიც გენებოთ... ყველაფერი კი იქედან დაიწყო, ბიჭი ჩაიწი ან არ ჩადიხარო რომ უთხრეს, ისიც რომ ჩაიწია და ისიც და კიდეც რომ ჩავიდა, უთმო თავი და უმკერდო სხეული ჩაიტანა... მაგრამ ეს იყო იქ, შუაგულ კავკასიაში, უფრო კონკრეტულად საქ-ოში, კიდეეევ უუუფრო კონკრეტულად დედაქალაქსა მისსა შინა თბ-ში და ci certo BADAGONI თუ დავლიე და, თუ სწორად მახსოვს, სადღაც გორგასალისა და პეტრე ბაგრატიონის ძეგლთა , ცხენთა თუ ფეხთა შუა. ამან თქუა, იმან თქუა, აქ თუ კიდევ ბევრი თუა... რუსის ტრაკში კბილები არ გეგონოთ, ჩემთვის ნიორივითიაა. დავასკვენ-დავანაფსკვენე, რომ ვამპირი არა ვარ, რამეთუ მიყვარებიეს მე ნიორი, არადა ღამე ისე კარგად არ მძინავს, მთვარის ფაზების მიუხედავად, ვამპირსაც რომ შეშურდება.
ჩემმა ჭეშმარიტებამ სულის ღაფვა დაიწყო და სანამ მარილზე წასულა და სანამ მე მარილის საყიდლად წავსულვარ, აბა ასე დაუმარილებლად ხომ არ გავისტუმრებ, ჭეშმარიტებაა ბოლოსდაბოლოს, ის დროა შოკოლადს გეახლოთ, მე იმ შოკოლადზე მოგახსენებთ, პასპორტუჩვენებლად რომ არავინ მომაშავებს აქ, ცენტრალურ ევროპაში, თუ უფრო დავzoomავთ გერმანიასა მას შინა, კიდევ უფრო _ ნორდ რაინ ვესტფალენში, სადღაც კოლნ-ბონის გადასახვევთან Populiს „ფილიალ“ REWEში... ჰოდა აქ ამ, ბოდიში მომიმითხოვია და, შუაგულ ევროპაში რამდენჯერაც თუნდაც 4%მდე ალკოჰოლის შემცველი პერორალური გამოყენებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა კონსისტენციის უსულო ბიოDingით "მეკასე" დეიდებო-ბიძიებოს მივადგები და ისინი კიდე მომეტებულის ღიმილით მზერას მომპაყრობენ და ჩემი de iure ასაკის გამარკვეველ-დამადასტურებელ პასპორტს მომთხოვენ ძალუმად მინდება ისევ იქაური შუაგულ კავკასიელი 3-4 წლის ბიჭი მეგონოს თავი, რომელსაც პასპორტი მყარი კონსისტენციის ბიოფოტოჩარტყმული 32 გვერდიანი გადასაფურცლი ნივთი კი არა, სხეულის ის ნაწილი ჰგონია, რომლითაც ჯერ მხოლოდ ერთ იმ მოთხოვნილებას იკმაყოფილებს, რომელსაც ბიოლოგიის დისციპლინა ფიზიოლოგია შეისწავლის.
3-4 წლის პასპორტიან ბიჭს შუაგულ კავკასიაში დავტოვებ, შუაგულ ევროპაში კი არადა Microsoft Wordში ჩაinsertებულ ± 76-ს მივუბრუნდები, ნებითა მით თქუენითა, რომელიც ბიჭი ჩაიწის თვითმფრინავი ეგონა, ქვემორე ხელით მომწერს კიდე საფლავის ჯვარი...
მოკლედ რაღაც მეთქმევინებოდა, არადა ეს ოხერი სიტყვები სადღა წავიდა? ვგონებ, იქ, სადაც რუსებს კბილები სულაც არ სჭირდებათ... რაც არ უნდა wichtig იყოს სათქმელი ესე ჩემი, სიტყუათა მათ უმალ ლომის უკანალში მოვიძიებ, სადაც როგორც მავანნი ამბობენ, განძიც მოიძევაო, ვიდრე ხსენებულ რუსისაში... განსაკუთრებით შენ, მკითხველო, არ გეგენოს ნაცისტურ-რასისტული იდეებით ვიყო შეპყრობილი?! განა ვერ დაინახე, რომ განძი იგი ჩემი რუსის უკანალში გავუშვი და ახლა ესე რუსნი დადიან ზაპოროჟეცებივით . ზაპოროჟეცი კი , როგორც მოგეხსენებათ, ყოფილი საბჭოთა ინდუსტრიის ის მიღწევაა საბარგული რომ თავში აქვს და მამომაძრავებელი ძრავი კი, კარგად მოგეხსენებათ სადაც...
ამას ჰქვია სად ერეკლე და სად რაიც გინებთ, ანუ 3-4 წლის ბიჭის „პასპორტი“...
P.S. თანამეროვე ქართულილი ტესტური გამოცანა ციკლიდან „ქართული ანდაზები“
აბა რა არის?
დავდივარ და დამაქვს
ა)არცერთი პასუხი არ არის სწორი
ბ) პასპორტი_ ausweis
გ) Jim Beam
დ) მაკრატელი
ე) რაიც გენებოთ
სწორ პასუხს იპოვით ზაპოროჟეცის მატორთან, მე მაპატიეთ ძრავთან...