samedi 14 mars 2009

...

შველა არსაიდან...
როგორ შევიძლო, როგორ გავძლო...
დათმენა დათმობა არ გეგონოს;
სხვა არ მწადს, 
არ მწამს
და შენ... – არ ვიცი...
არ ვიცი რატომ ხარ შენ?!
/იქნებ იმად რომ ეს ყოფნაც მყოფნის/

არ გემსხვერპლები,
  გეწყალობები.

ვწუხვარ,
  წახვიდე უნდა...
დაგედევნები _  
  გამდევნიან.
 და ეს იქნება მერემდე.
მერე _ დღე მერვე, უჟამობა _  
  უგანთიადოდ ინათებს,
მერე აღარ დაიბინდებს ხვალისათვის...
ვერასდროს ვიტყვი: „ხვალ, ოდეს მოხვალ...“

და ყველაფერი იქნება დღეს...
  იქმნება...

დღეში ვიქნებით...

1 commentaire:

  1. რა ლამაზად წერ შენს გრძნობებზე...
    სიტყვები არ მყოფნის ისე მომწონს...

    RépondreSupprimer