jeudi 24 juin 2010

ოღონდ

დავუშვათ, ჩვენ ვართ წერტილები,
ორი წერტილი.
ჩვენზე ყოველთვის გაივლება წრფე
და მასთან მხოლოდ ერთი;
ისე ჩემზე ან შენზე გამავალ წრფეებს რა დათვლის და რა გამოლევს,
მაგრამ ჩვენი მხოლოდ ერთი იქნება.

თუკი წერტილობა მოგბეზრდეს,
იყავი წრფე,
ოღონდ ნუ იქნები ჩემი პარალელური
და ერთხელ მაინც გადამკვეთ სადმე.

იყავ... ოღონდ იყავი,
რომ ვიყო
და რომ ყოფნა ვერ ვიმყოფინო.