დავუშვათ, ჩვენ ვართ წერტილები,
ორი წერტილი.
ჩვენზე ყოველთვის გაივლება წრფე
და მასთან მხოლოდ ერთი;
ისე ჩემზე ან შენზე გამავალ წრფეებს რა დათვლის და რა გამოლევს,
მაგრამ ჩვენი მხოლოდ ერთი იქნება.
თუკი წერტილობა მოგბეზრდეს,
იყავი წრფე,
ოღონდ ნუ იქნები ჩემი პარალელური
და ერთხელ მაინც გადამკვეთ სადმე.
იყავ... ოღონდ იყავი,
რომ ვიყო
და რომ ყოფნა ვერ ვიმყოფინო.
:)
RépondreSupprimerვაწვალებ კლავიატურას და არ ვიცი რა კომენტარი შეიძლება დავწერო ღირებული...
RépondreSupprimerარადა ძალიან მინდა რამე დაგიწერო...
შთაბეჭდილების ქვეშ ვარ კიდევ...
დავკომპლექსდი. ამის მერე რა დავწერო რომ ღირდეს???...
ძალიან კარგად წერ!!! :)