samedi 10 juillet 2010

100,4 ფარენგეიტით

ასჯერ გაგონილის და ერთხელ ნანახის ამბავი უცხო არ იქნება ალბათ. მაგრამ აბა ასჯერ მომსმენი ან მთქმელი მანახეთ სადმე. ნუ ახლა ნათქვამს ნახული რომ ჯობდეს იქნება, ამას კიდე ხო თქმა არ უნდა, თან ბგერის და სინათლის გავრცელების სიჩქარეებსაც თუ შევადარებ ო ო ო ო ო ო
აბა დააღე პირი და თქვი აააააააააა..., გულზე ხელი დაიდე, უფრო ადრე დაინახე თუ გაიგონე? სარკე არ გქონდა? მე მაპატიე, მე მე ვარ რაც... დასრულება მავანთათვის მიმინდია.
ამას ჰქვია მადლია ახლა ამისთვისო, მაგრამ რა? ან დამანახეთ ან გამაგონეთ მაინც, თუნდაც ერთხელ, რაა მადლი და ვისთვისაც გინდა იყოს, ფაქტობრივად, თეორიულად თუ პრაქტიკულად, სულერთია. მადლზე მოგახსენებდით, უფრო სწორად, მინდოდა, რომ მოეხსენებინა ვისმეს, მავანს, კაცსა მას ნეტარს, ვინ არღარა ცოცხალ არს, აი გარდარეული სიყვარული რომ ჰქონდა...
დედამიწის ზურგზე მუნ სადა ზღვისა ჭიპია არაფერი მაოცებს ისე როგორც მომიჯნავე დისციპლინებში ქერო ერთიმეორესთან მოდებაში არა ისეთ რამეებზე ერთი და იგივე სახელი. აი მაგალითად: კილო ქართულ ლინგვისტურ სინამდვილეში. თეორიულად სავსებით და სრულიად თუ არა დიდი ალბათობით მაინც, შესაძლებელ არს იარსებოს ინტელექტუალური შრომის თუ შვრომის შედეგმა სახელწოდებით "კავშირებითი კილო იმერულ კილოში" ან "ბრძანებითი კილო ლეჩხუმურ კილოში" და "თხრობითი კილო მესხურ კილოში"... ნუ ეს დაახლოებით იგივეა, მანძილი და დრო ერთი და იმავე ერთეულით რომ გავზომოთ, უფრო სწორად მათ საზომ ერთეულებს ერთი და იგივე სახელი რომ დავარქვათ და მერე სიჩქარის გამოთვლა მოვინდომოთ, გნებავთ სინათლის, გნებავთ ბგერის და გნებავთ ზებგერითის. ნუ ახლა მთლად იზლერის ბაღთან არ მივალ, მაგრამ დავწვრილმანდები კია და ერთსაც ვიტყვი. მაგალითად ჰიპოტენუზასაც და მეორე ხარისხსაც რომ ვაშლი ერქვას, წარმოვიდგინოთ როგორ აჟღერდებოდა პითგორას თეორემა. ვაშლის ვაშლი კათეტების ვაშლის ჯამის ტოლია. მე მაპატიეთ და ეს ძაღლი პატრონს ვერ იცნობს უფროა, ან გნებავთ გაჭენებულ ცხენს ვერ იპოვნი და ანაც დედა შვილს რო ხელში არ აიყვანს.

2 commentaires:

  1. martali xar chin, umoqmedia aqaur sicxes taviseburad :P
    მე მაპატიე, მე მე ვარ რაც... დასრულება მავანთათვის მიმინდია. ert-erti mavni xom var da mec mapatia "me var debili" :D
    qvaze dadebuli madli kidev, chemis grma rwmenit, ganavalia da meti araferi.
    pitagoras teoremis chaciebul vashlebs ki exla siamovnebit sheveqceodi :) da mere qvaze tu ara, germanuli warmoebis unitazshi(ze) mainc davdebdi madls.

    RépondreSupprimer
  2. Ce commentaire a été supprimé par un administrateur du blog.

    RépondreSupprimer