შენ ხარ ნათელი ჩემი, ნათელი ჩემში
და ნათელში ვარ...
ნათელში მახლავს სუნნელი შენი
ლბილი და ტფილი...
/დამესიზმრა? /
შემეხე ხელზე... ხელი მახლე...
ახლო მოდი!
მოდი,
მეახლე...
სუნთქვა გამიკრთა...
თრთოლვით დამდე თვალს ბრმობილს ბაგე...
შუბლი მაქვს გრილი,
მკრთალი უფრო შენს ფითრ თითებზე...
/ ვერ გამიმეტე? /
/სისხლია სქელი, მუქი და უქმი.../
ნუ გაგიმეტო ძრწოლა ჩემით მინდა,
მწადია...
შენით მოკვდომით უუნათლე განთიადია
/ და მზის დასვლისას ათინათი ხარ (?) /
რულში გრძნობ როგორ გეთბილება ჩემი ხელები გრილი მუდამ, უფრო ცივიც...
გეალერსები,
ელვად გედები...
ნუ გეელდები
სუნთქვა შენი საფეთქელთან ცვარად დამებნა...
და სულთქმით ისე მეალერდები:
მიჭირს გამხელა თავისთვისაც, თვალის გახელაც...
მიჭირს არ მჯერაც...
არ დაჯერებით,
შენი რწმენით მომაბრუნე,
მომე გაძლება...
უძალიანესად მომეწონა,არ ვიცი როგორ ვთქვა...:)
RépondreSupprimerასე გადმოცემა რასაც გრძნობ ულამაზესია.:)
შენ ხარ ნათელი ჩემი, ნათელი ჩემში
RépondreSupprimerდა ნათელში ვარ...
ai "chinuri" sibrZne...
Das ist perfekt:)