ამ დღეებში რამდენიმე ფრიად მნიშვნელოვანი რამ დავასკვენი, აი მე რომ ქართულ ანდაზებს ვეძახი თუ ვუწოდებ ხოლმე, სწორედ ისეთი. თუმცა დავუძახებ თუ ვუწოდებ, მაინც ერთი ფასი აქვს... ამ აზრამდეც ე.წ. ქართულმა ანდაზამ მიმიყვანა. აი ეს ლეგენდარული წარმონაქმნიც:
”ყველაფერი წარმავალია, გაუფრთხილდით ნერვებს...
პ.ს. მხოლოდ ნევროზია მარადიული”....
ამან კიდე ერთი ოღონდ არა ამასავით ”ქართული ანდაზა” გამახსენა. დაახლოებით ასე უნდა ჟღერდეს, nulla regula est sine exeptione, ანუ არ არსებობს წესი გამონაკლისის გარეშეო, ასე ამბობდნენ ლათინებიო... არა ისე ლათინები რომც არ ყოფილიყვნენ, მაინც ასე იქნებოდა...
ჰოდა გადავწყვიტე გავუფრთხილდე, შეძლებისდაგვარად მაინც, ნერვებს... ახლა დასადგენი და გადასაწყვეტი ისღა დამრჩა, რისგან უნდა დავიცვა ჩემი ღრმად პატივცემული მისი უაღმატებულესობა ნერვი(-ები)...
რისგან? რისგან? რისგან , რისგან და ყველაფრისგან... დიახ, სწორედაც რომ ყველაფრისგან...
რატომ?
აი კიდევ ერთი ”ქართული ანდაზაც” მოვწყვიტე პირდაპირ ჰაერში:
”სჯობს არაფრისაგან იყო მოტყუებული, ვიდრე ყველაფრისაგან...”
არა რაა, ნამდვილი ანდაზთმთხზველი ხარ...
RépondreSupprimer